ევროპის რადიოთერაპიისა და ონკოლოგიის საზოგადოების კონგრესი ყოველწლიურად ტარდება და ძალიან მასშტაბურია.
კონგრესს ესწრებოდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა ბაზაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეა გამეზარდაშვილი და რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ სოკურაშვილი.
ESTRO-ს კონგრესი უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს რადიაციული თერაპიის უახლეს მიღწევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს.
კონგრესის მიზანია პრაქტიკული რადიაციული ონკოლოგიის განვითარება, სამეცნიერო კვლევათა შედეგების გამოქვეყნება–გავრცელება შემდგომში პრაქტიკაში დანერგვის მიზნით. კონგრესის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, რომ შეხვდნენ მსოფლიოში ცნობილ პროფესიონალებს და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.
შეგახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე, მაქსიმალურად დახვეწილი და უახლესი სხივური ამაჩქარებლებით, რაც პაციენტების მაღალი ხარისხით მკურნალობის გარანტიას იძლევა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!