რა არის ელასტოგრაფია?

რა არის ელასტოგრაფია?

ელასტოგრაფია ქსოვილების სიმკვრივის შესაფასებლად განკუთვნილი ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც ემყარება არაერთგვაროვანი ქსოვილის სიმკვრივის გამოვლენას, შეფასებას და შედარებას ჯანმრთელ ქსოვილთან.

თუ წარმონაქმნი გამკვრივებულია, მიგვანიშნებს  ატიპურ სიმსივნურ  წარმონაქმნზე, ხოლო თუ შედარებით რბილია მიგვითითებს მის კეთილთვისებიანობაზე.

კვლევის უპირატესობები:

  • ელასტოგრაფია უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდია, ვინაიდან  წარმოადგენს ულტრაბგერას. უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში, მათ შორის  ბავშვთა და მოზარდთა ასაკშიც (რასაც ვერ ვიტყვით ამ მიზნით ჩატარებულ სხვა კვლევებზე);
  • მეთოდი განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენება სარძევე ჯირკვლის, ნაადრევი  სიმსივნური პროცესების გამოსარიცხად/ სადიაგნოსტიკოდ;
  • ეს მეთოდი  ერთ–ერთი სარწმუნოა, 92–95%–იანი სიზუსტით;
  • წელიწადში ორჯერ ჩატარებული ელასტოგრაფიული კვლევა სიმსივნური პროცესის პრევენციის მიზნით, სწორად გადადგმული ნაბიჯია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ