ენდოსკოპიური კაბინეტი

ენდოსკოპიური კაბინეტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოსკოპიური კაბინეტი და პროფესიონალთა გუნდი მზად არის პაციენტების მისაღებად გასტროსკოპიის, კოლონოსკოპიის, ბრონქოსკოპიის, თუ ენდოსონოგრაფიული კვლევის ჩასატარებლად.

თუ გაქვთ:

  • დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი კუჭის არეში;
  • გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება ან დარღვევა;
  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ხშირი ბოყინი;
  • ეჭვი სისხლდენაზე (შავი ფერის განავალი, სისხლიანი ღებინება), ანემია;
  • მადის დაკარგვა, წონაში კლება, ზოგადი საერთო სისუსტე;
  • მჟავე, მეტალის ან მწარე გემო პირში, ცუდი სუნი პირიდან;
  • მოკლე დროით შიმშილობის ფონზე მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება;
  • თუ ახლო ნათესავებს ჰქონდათ საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებები;

გახსოვდეთ, თუ ჩივილები არ გაქვთ, 40 წლის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოთ  საჭირო ენდოსკოპიური კვლევა პროფილაქტიკის მიზნით ონკოლოგიის გაახალგაზრდავების გამო!

კუჭ-ნაწლავის ლორწოვანში არ არის ტკივილის ნერვული დაბოლოებები, ამიტომ ნებისმიერი დისკომფორტი უკვე ყურადღებას საჭიროებს!

კვლევები ტარდება  იაპონურ, ხელოვნური ინტელექტის მქონე უახლესი თაობის და პროგრამული ფუნქციებით აღჭურვილ აპარატზე OLYMPUS EVIS X1 CV-1500 და EU-ME3, რომელიც უმცირესი დეტალების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, ამცირებს კვლევის დროს და აქვს პაციენტის კომფორტზე მორგებული მცირე დიამეტრის სკოპი.

კვლევა ტარდება ანესთეზიით პაციენტის მოთხოვნიდან გამომდინარე.

 

მოქმედებს ყველა ტიპის კერძო დაზღვევით გადახდის სისტემა, თუ დაფინანსება.

სასურველია იცოდე 

 

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ჩასაწერად და კვლევისთვის მოსამზადებლად დაგვირეკეთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

 

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

 

დაგვირეკეთ