ქირურგიის ეროვნული ცენტრი აგრძელებს დარგის სპეციალისტებთან გამოცდილების გაზიარებას!
13 მარტს, „გურამიშვილის მარანში“ კოლეგა ოფთალმოლოგებთან და ოჯახის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჩვენმა ექიმებმა, კონსტანტინე ჩიქოვანმა და მარიამ ხარაიშვილმა, წარადგინეს ქვეყანაში დანერგილი უახლესი მიდგომები:
ლაზერული თერაპია: გლაუკომისა და მცურავი ლაქების სამკურნალოდ.
საცრემლე არხის პათოლოგიები: თანამედროვე მეთოდები, რომელთა დანერგვაშიც ჩვენი ცენტრი უპირობო ლიდერია.
ჩვენ ვქმნით მომავლის მედიცინას დღეს!
