ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
8 ივნისს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს მორიგ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე - „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“.
სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ კლინიკური ონკოლოგიის, რადიაციული ონკოლოგიის და ბირთვული მედიცინის ქართველი მომხსენებლები და უცხოელი სპეციალისტები.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისს სტუმრად ეწვევიან ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები ესპანეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, თურქეთიდან და ა.შ.
მოწვეული ექიმები სამედიცინო საზოგადოებას წარუდგენენ მოხსენებებს სხვადასხვა ონკოდაავადების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული თანამედროვე მკურნალობის მეთოდების შესახებ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი მისია მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა!
გახსოვდეთ, ზუსტი დიაგნოზის დასმით, ციფრული აპარატურის და კვალიფიციური ექიმების დახმარებით, კიბოს დამარცხება შესაძლებელია.
კიბო არ არის განაჩენი!