კტ კორონაროგრაფია
კვლევა ტარდება ეკგ მონიტორინგით, საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით და სპეციალური ჩვენებებით, რომელსაც განსაზღვრავს ექიმი - კარდიოლოგი და ექიმი - რადიოლოგი. ამ სპეციალისტებთან წინასწარ კონსულტაციის გავლა აუცილებელია.
ასევე, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ალერგია იოდის შემცველ პრეპარატებზე, აუცილებლია კონსულტაცია ალერგოლოგთან, ვინაიდან კტ საკონტრასტო ნივთიერება დამზადებულია იოდის ფუძეზე . შესაძლოა, საჭირო გახდეს ალერგიულობაზე ტესტის ჩატარება.
კვლევის ხარისხისა და თქვენი უსაფრთხოებისათვის გთხოვთ, დაიცვათ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები:
• 4–6 საათით ადრე არ მიიღოთ საკვები.
• 12–24 საათით ადრე მოერიდეთ კოფეინს (ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, კოლა)
დაშვებულია წყლის მცირე რაოდენობით მიღება.
აუცილებელია, აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ:
• თირკმლის დაავადება
• ბრონქული ასთმა
• ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია საკონტრასტო ნივთიერებაზე
• ხართ ორსულად ან გაქვთ ეჭვი ორსულობაზე
• მეორე, ან მესამე ხარისხის გულის ბლოკადა პეისმეიკერის გარეშე
• მწვავე ჰიპოტენზია
• დეკომპენსირებული გულის უკმარისობა
• პერიფერიული სისხლძარღვების მწვავე დაავადებები
• მომატებული ქალას შიდა წნევა
• მწვავე ანემია
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებს შესაძლოა, დაენიშნოთ სისხლის ანალიზი (კრეატინინი).
მედიკამენტები
• თქვენი მუდმივი წამლები მიიღეთ ექიმის მითითების მიხედვით;
• მათ შორის, დაუშვებელია PDE-5 ინჰიბიტორების მიღება(სინდენაფილი, ტადალაფილი, ვარდენაფი), რის შესახებაც უნდა აცნობოთ კარდიოლოგს;
• აუცილებელია, მეტფორმინის ჯგუფის მედიკამენტების შეწყვეტა კვლევამდე 48 საათით ადრე;
• სასურველია, მაჯისცემა იყოს წუთში <70 - ზე, შესაბამისად, თუ მეტია, კარდიო ლოგთან კონსულტაციით კვლევამდე რამდენიმე საათით ადრე ინიშნება ბეტა-ბლოკატორი, ხოლო უკუჩვენებების შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებებთან, ან სხვა მიზეზებთან, კარდიოლოგის მიერ დაინიშნება ალტერნატიული (მაგ.კალციუმის არხების ბლოკატორი ) პრეპარატი;
• კვლევამდე, შესაბამისი უკუჩვენების არარსებობისას, მოგეცემათ ნიტრატები არტერიების გასაფართოებლად
ჩაცმულობა და აქსესუარები:
მოიხსენით ყველა მეტალის საგანი (საათი, სამკაული, საყურე და ა.შ.).
ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი. საკვლევ ოთახში ტემპერატურა დაახლოებით 20 გრადუსია. კვლევის სრული პროცედურა გაგრძელდება 15-20 წუთი.
მამაკაცებისთვის აუცილებელია თმის მოშორება მკერდზე(ეკგ ელექტროდების ფიქსაცი ისთვის).
კვლევის დროს:
• დაგაწვენენ სკანერის მაგიდაზე
• რადიოლოგის მიერ ჩაგიტარდებათ სპეციფიკური წესის სუნთქვითი ვარჯიში, რომლის მიხედვითაც უნდა ისუნთქოთ კვლევის პროცესში
• კონტრასტის შეყვანისას შეიძლება, იგრძნოთ სითბო სხეულში, ან მეტალის გემო პირში - ეს ნორმალურია და მალე გაივლის
• შეინარჩუნეთ უმოძრაო მდებარეობა კვლევის დასრულებამდე
კვლევის შემდეგ მიიღეთ მეტი სითხე დღის განმავლობაში კონტრასტის სწრაფად გამოსაყოფად.
შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ კვებასა და ყოველდღიურ საქმიანობას (თუ ექიმმა სხვანაირად არ გითხრათ).
ყურადღება მიაქციეთ ალერგიული რეაქციის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა:
- გამონაყარი
- ქავილი
- სუნთქვის გაძნელება
ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
გისურვებთ ჯანმრთელობას !
დაგვირეკეთ
