მოსახლეობის საყურადღებოდ!
ინსულტისნიშნებისშემჩნევისასაუცილებელიადაუყოვნებელირეაგირება !
აუცილებელია სამედიცინო ბრიგადის სასწრაფოდ გამოძახება და პაციენტის გადაყვანა იქ, სადაც ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია დანერგილი.
თბილისის კლინიკებიდან მხოლოდ ერთეულები ფლობს ინსულტის მკურნალობის ყველა მეთოდს და შესაძლებლობას!
გახსოვდეთ ,რომ ინსულტის შემთხვევაში ყოველ წუთში თავის ტვინის უჯრედები შეუქცევადად ზიანდება და მხოლოდ სწრაფ და კვალიფიციურ მკურნალობას შეუძლია ტვინის გადარჩენა.
საუკეთესო შედეგის მისაღებად, კვალიფიციური მკურნალობის შემთხვევაშიც, აუცილებელია, პაციენტი შესაბამის კლინიკაში მოხვდეს ინსულტის დაწყებიდან 6 საათამდე პერიოდში!
როგორ ამოვიცნოთ თავის ტვინის ინფარქტი
გამოიყენება აბრევიატურა F.A.S.T.-ით გამოხატული მოვლენების დროული ამოცნობის პრინციპი, რაც ნიშნავს:
FACE -სახე;
ARMS - ხელი;
SPEECH - მეტყველება;
TIME – დრო.
ყოველთვის გახსოვდეთ:
- თუ შეატყვეთ, რომ სახე, ნაკვთები მოულოდნელად შეიცვალა, განიცადა ასიმეტრია;
- თუ რომელიმე კიდური (ხელი/ფეხი) მოულოდნელად აღარ ემორჩილება პაციენტს ან შესუსტდა მისი გამოყენების ძალა, საპირისპირო კიდურთან შედარებით;
- თუ მეტყველება გაძნელდა, ზოგჯერ ცნობიერებაც შენარჩუნებულია, მაგრამ ვერ ხერხდება გამართულად მეტყველება, ან პაციენტი საერთოდ კარგავს მეტყველების უნარს და ცნობიერებას აუცილებელია , დაუყოვნებლად დარეკოთ 577 600 004 და სამედიცინო ბრიგადის დახმარებით პაციენტი უმოკლეს დროში გადაიყვანოთ კლინიკაში!
ტრანსპორტირება უფასოა!
მკურნალობა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, სოციალურად დაუცველთათვის