ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კორპორაციული საღამო ფუნიკულიორზე მდებარე კლუბ „ანდერვილში“ აღინიშნა.
კლინიკის თანამშრომლებს კლუბის ვერანდიდან თბილისის ულამაზესი ხედით ტკბობის საშუალება ჰქონდათ, საზეიმოდ მორთული დარბაზი კი სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.
ღონისძიება გაჯერებული იყო იუმორით, ხალისითა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროთი, რასაც ემატებოდა უხვი და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა.
კორპორაციულ ვახშამს უძღვებოდნენ „კომედი შოუს“ მსახიობები ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი, ხოლო წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „ეგარი“. სადღესასწაულო სუფრას უძღვებოდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი.
კორპორაციული საღამოს კიდევ ერთი ხიბლი წლის საუკეთესო თანამშრომელთა დაჯილდოებაა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა ვინაობას ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლები ყოველთვის ოვაციითა და სიხარულით ხვდებიან, რადგან ყველა დეპარტამენტი, თითოეული კადრი კვირაში 7 დღე, 24 საათი ემსახურება ყველაზე საპასუხისმგებლო და ჰუმანურ საქმეს – პაციენტის გამოჯანმრთელებას, სიცოცხლის გადარჩენას!
ტრადიცია არც წელს დარღვეულა და კლინიკის თანამშრომლები ფულადი ჯილდოებითა და მოგზაურობით დასაჩუქრდნენ.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებლის ბატონ პაატა კურტანიძის, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბატონ ლაშა ბაზაძისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონ თეა გამეზარდაშვილის მისალმების შემდეგ გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები:
- კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ლაშა ბაზაძე;
- კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – თეა გამეზარდაშვილი;
- კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ნიკოლოზ ჩადუნელი;
- კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ზვიად მარტიაშვილი;
- კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ნინო გასვიანი;
- ექთნის საუკეთესო დამხმარე – ნონა ხიზამბარელი;
- ექთნის საუკეთესო დამხმარე – ზაურ მონასელიძე;
- ექთნის საუკეთესო დამხმარე – თამუნა ძებისაშვილი;
- საუკეთესო ექთანი – ნათია არჩვაძე;
- საუკეთესო ექთანი – გურამ ვახტანგიძე;
- საუკეთესო ექთანი – მანანა ახვლედიანი;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო უფროსი ექთანი – თინათინ ვარდანაშვილი;
- საუკეთესო უმცროსი ექიმი – მურად გაბრიაძე;
- საუკეთესო უმცროსი ექიმი – დავით ჯიმშელეიშვილი;
- საუკეთესო უმცროსი ექიმი – ოთარ შამუგია;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო უმცროსი ექიმი – თეონა ყანდინაშვილი;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო ბებიაქალი – ია ჯავახიშვილი;
- საუკეთესო საოპერაციო მედდა – მარიამ გამჯაშვილი;
- შიდა უსაფრთხოების საუკეთესო თანამშრომელი – გიორგი ელიაშვილი;
- საუკეთესო რეგისტრატორი – ბელა ადუაშვილი;
- საუკეთესო ოპერატორი – მაცაცო ახობაძე;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო ოპერატორი – თეონა თუხარელი;
- საუკეთესო მენეჯერი – თამთა გოგიბერიძე;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ საუკეთესო მენეჯერი – მარიამ ქენქაძე;
- ადამიანური რესურსების დეპარტამენტის საუკეთესო თანამშრომელი – ლელა გვიანიშვილი;
- ყველაზე სრულყოფილი ისტორიის ავტორი – თათია ავალიანი;
- ყველაზე კოლეგიალური ექიმი – ნუნუ ლაბაძე;
- საუკეთესო ბუღალტერი – გურამ იაშვილი;
- ეკონომიკური სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი – თეა გაჩეჩილაძე;
- კლინიკის ინტერესების საუკეთესო დამცველი – სოფიო ბაბუციძე;
- კლინიკის ინტერესების საუკეთესო დამცველი – თემურ მეგრელიშვილი;
- ყველაზე მშრომელი ექიმი – რევაზ ვაჩეიშვილი;
- ხარისხის საუკეთესო დამცველი – ანა კატუკია;
- კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – მაია ბეჟანიშვილი;
- ადმინისტრაციის საუკეთესო თანამშრომელი – დავით ბიჭიაშვილი;
- სამედიცინო მარკეტინგის საუკეთესო წარმომადგენელი – ეკა რატიანი;
- ყველაზე ერთგული თანამშრომელი – ირაკლი ხარშილაძე;
- გეგმების საუკეთესო შემსრულებელი ექიმი – მინდია იობაშვილი;
- ყველაზე კომპეტენტური ექიმი – ლევან მახალდიანი;
- ყველაზე წარმატებული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ბესიკ სოკურაშვილი;
- საუკეთესო დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ეკა იმედაშვილი;
- გეგმების საუკეთესო შემსრულებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ეკა იაშვილი;
- კლინიკა "ახალი სიცოცხლის" ყველაზე მეტი ახალი სიცოცხლის მომვლენი – ალექსანდრე დიაკონიძე;
- საუკეთესო სამედიცინო შედეგების მქონე დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მარეხ ბექაია;
- პაციენტებისა და ავერსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი – ალექსანდრე თოდუა;
- ყველაზე მეტი პაციენტის მკურნალი ექიმი – ლია კარკაძე;
- ახალი სერვისის დანერგვის საუკეთესო ორგანიზატორი – მარიამ ღუდუშაური;
- „მის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ – გვანცა თედოზაშვილი;
- კ.ერისთავის სახელობის პრემია – დამსახურებული თანამშრომელი, დარეჯან შუკაკიძე;
- კ.ერისთავის სახელობის პრემია – დამსახურებული თანამშრომელი, გიორგი ელისაბედაშვილი;
- კ.ერისთავის სახელობის პრემია – დამსახურებული თანამშრომელი, ციცინო წივწივაძე;
- კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – დავით ყოჩაშვილი;
- კურიერული სამსახურის საუკეთესო თანამშრომელი – ბადრი ქავთარაძე.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაწესდა კონსტანტინე ერისთავის სახელობის პრემია. ამ საპატიო პრემიით ჯილდოვდებიან კლინიკის დამსახურებული თანამშრომლები. პრემია ატარებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთ–ერთი ფუძემდებლის, ცნობილი მეცნიერის, ქირურგის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის – კონსტანტინე ერისთავის სახელს. კლინიკისადმი მისი ფასდაუდებელი ღვაწლის გათვალისწინებით, ქირურგიის ეროვნული ცენტრი სწორედ მისი სახელობისაა.
კორპორაციული წვეულება ულამაზესი თემატური ტორტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდა.
ეს ლამაზი დღე ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლებს დიდხანს ემახსოვრებათ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!