მგლის მიერ დაკბენილი პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან გაეწერა

მგლის მიერ დაკბენილი პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან გაეწერა

დუშეთის რაიონში შუახნის ასაკის ქალბატონს მგელი თავს დაესხა.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

როგორც განაცხადა, მგელმა სახლთან დაკბინა.

დუშეთის რაიონში მგლის მიერ დაკბენილ პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები, რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებდა. 

რა უნდა იცოდეთ კლინიკური შემთხვევის შესახებ?

პაციენტი სახის, კიდურისა და ზურგის არეში მძიმე, მრავლობითი დაზიანებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

მას რამდენიმე და მათ შორის პლასტიკური, რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ფერაძე.

„პაციენტის გადმოცემით, მგელმა საცხოვრებელ სახლთან მაშინ დაკბინა, როცა ნახირიდან დაბრუნებულ საქონელს ელოდებოდა – საკმაოდ მძიმე დაზიანებები ჰქონდა და განსაკუთრებით სახეზე. ზურგზეც ჰქონდა მრავალი ნაკბენი, ორივე ზემო კიდური დაზიანებული. სახის არეში მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობა პლასტიკურ ქირურგთა გუნდმა იმდენად კარგად აღადგინა, რომ პაციენტს დამამახინჯებელი ნაწიბურები არ ექნება. ქირურგებმა კიდურის აღდგენაც შეძლეს და სათანადო მკურნალობის შედეგად ჭრილობების შეხორცების პროცესი კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა ბატონმა ირაკლიმ ჩვენთან ინტერვიუში.

როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

პაციენტი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით, ექიმის შესაბამისი რეკომენდაციით, უკვე გაეწერა კლინიკიდან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად