ინსულტის შემთხვევა და პროფესიონალი ექიმების გადარჩენილი კიდევ ერთი პაციენტი

ინსულტის შემთხვევა და პროფესიონალი ექიმების გადარჩენილი კიდევ ერთი პაციენტი

70 წლის პაციენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მძიმე კლინიკური ნიშნებით შემოიყვანეს

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 70 წლის პაციენტი ინსულტის კლინიკური ნიშნებით.

            პაციენტს აღენიშნებოდა:

  • მარცხენა ხელსა და ფეხში ძალის დაქვეითება;
  • მგრძნობელობის დაკარგვა;
  • მეტყველების გაძნელება.

გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ქირურგიის ეროვნული ცენტრის უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფით, Toshiba Aquilion RXL, რომელიც უპირობო ლიდერია თავის კლასში.

            კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა:

  • სრული დახშობა მარჯვენა შუა არტერიის (თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვი) აუზში;
  • შიგნითა საძილე არტერიის კრიტიკული სტენოზი – მაგისტრალური სისხლძარღვის შევიწროება.

სტატისტიკურად იშვიათია, რომ ერთ პაციენტს ორი მაგისტრალური სისხლძარღვის პრობლემა ჰქონდეს. აღნიშნული ფაქტი თავისთავად ამძიმებს მდგომარეობას, თუმცა უახლესი  ტექნოლოგიური აპარატის საშუალებითა და საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მასალის გამოყენებით, მოხერხდა ორივე მაგისტრალური სისხლძარღვის გახსნა და თავის ტვინისთვის სისხლის სრულფასოვნად მიწოდება.

ექიმების ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის წყალობით პაციენტი ამოძრავებს კიდურებს, დაუბრუნდა მგრძნობელობა და მეტყველების უნარი. კლინიკაში მან სამი დღე გაატარა. ამჟამად უკვე იგეგმება აღნიშნული პიროვნების გაწერა და ის შეძლებს სრულფასოვნად, ყოველგვარი გართულებების გარეშე  დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად