ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში
10 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ქირურგიის ეროვნული ცენტრის რიგით მე-6 სამეცნიერო კონგრესი, რომელიც აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადებიდან 132–ე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 75-ე წლისთავს და ცენტრში ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ოფიციალურად გახსნის თარიღს მიეძღვნა. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება მოიცავდა ორ სხვადასხვა კონფერენციას შემდეგი მიმართულების თემებით:
- „ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები“;
- „ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრინციპები“.
გამართული კონგრესის უმთავრესი მიზანი საქართველოში ონკოლოგიური მიმართულების განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის აღნიშვნა და მისთვის ხელშეწყობა იყო, რომლის საფუძველიც, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში, მსოფლიოში პირველი ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფის დაინსტალირება გახდა.
სამეცნიერო კონგრესი კორპორაცია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ქართული სამედიცინო საზოგადოებისა და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთიდან, ესპანეთიდან და მსოფლიოს სხვა წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული უცხოელი მეცნიერები და ექიმები:
- პედრო კავადასი, MD, PhD - კავადას კლინიკის დირექტორი, პედრო კავადას ფონდის დამფუძნებელი და მმართველი, ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორი (ესპანეთი);
- მაია ჯუღაშვილი, MD, PhD - სხივური ონკოლოგი Genesis Care Spain- ESTRO NSC სამეცნიერო საბჭოს წევრი, მურსიის უნივერსიტეტის პროფესორი (ესპანეთი);
- ოკტარ ასოღლუ, MD, PhD - კოლორექტალური ქირურგი, სტამბულის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი (თურქეთი);
- ესკარლატა ლოპესი, MD, PhD - ონკოლოგიის პროფესორი, სხივური ონკოლოგი Genesis Care Spain (ესპანეთი);
- ხუან ბარსია, MD, PhD - Hospital Clínico San Carlos ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მადრიდის კომპლუტენსის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის კათედრის გამგე (ესპანეთი);
- უმუტ ელბოგა - პროფესორი, გაზიანტეპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელი (თურქეთი);
- იბრაჰიმ ოზსუ - კომპანია „მოლტეკის“ დამფუძნებელი;
- ხან ზაფერ აქსოი და სალიჰ ადინი - მოლტეკის წარმომადგენლები;
- ჯო ქევენა - ამერიკული კომპანია „თი ემ დის“ წარმომადგენელი, ელექტას ოფიციალური პარტნიორი;
- ლილია რიაბინკინა - „ფილიპსის“ მარკეტინგის დირექტორი;
- კარინა დაშიანი - ევროპის ოფისის ხელმძღვანელი.
კონფერენციის დასასრულს, უცხოელმა კოლეგებმა დამსწრე საზოგადოებას ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მათ აღფრთოვანება ვერ დამალეს ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის დათვალიერებისას, ექიმების, ტექნიკოს-ფიზიკოსების გაცნობისას და პირდაპირ აღნიშნეს, რომ ასეთი დონის ცენტრი, მსოფლიო მასშტაბითაც კი, უიშვიათესია და რომ საქართველოს და სრულიად ამიერკავკასიის რეგიონს ძალიან გაუმართლა. ასევე, საპატიო სტუმრებმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მომავალში საკუთარი გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვეს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?