რა არის სკლეროთერაპია! კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც ვენურ გამობერილობებს აქრობს

რა არის სკლეროთერაპია! კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც ვენურ გამობერილობებს აქრობს

ვარიკოზისა და ქრონიკული ვენური უკმარისობის მქონე პაციენტებს კლინიკა კოსმეტიკურ პროცედურას სთავაზობს.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

ორივე სისხლძარღვთა დაავადება მძიმე და სასიცოცხლოდ სახიფათო პათოლოგიათა სიაშია და შესაბამისად, სისხლძარღვთა ქირურგის ნომერ პირველი ამოცანა ამ დაავადებების ყველა თანამედროვე მეთოდით და მათ შორის ლაზერული აბლაციით მკურნალობაა. დროული და ადეკვატური ჩარევა სხვადასხვა შესაძლო გართულების პრევენციას უზრუნველყოფს.

თუმცა ერთია პათოლოგიის მართვა და მეორეა ესთეტიკური საკითხი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში პაციენტისთვის მნიშვნელოვანია.

ბევრი მათგანი თავს არაკომფორტულად გრძნობს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებით „მოხატული“ ფეხების, სისხლძარღვოვანი ქსელებისა და თუ გნებავთ „ობობების“ მსგავსი ვიზუალის გამო – კიდურის ასეთი მდგომარეობა ნამდვილი თავსატეხი ხდება ზაფხულში!

ვინაიდან ქირურგიის ეროვნული ცენტრი ზრუნავს პაციენტის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, აცხადებს აქციას სახელწოდებით „სილამაზეც მნიშვნელოვანია“ და გთავაზობთ თანამედროვე პროცედურას!

რა არის სკლეროთერაპია?

მას კოსმეტიკური და სამკურნალო ეფექტი აქვს.

ქირურგს პაციენტის ვენურ გამობერილობებში სპეციალური ნივთიერება შეჰყავს, რომლის მეშვეობითაც ვენის კედლები ერთმანეთს უახლოვდება, „ეწებება“, იჭმუხნება და შესაბამისად, ვიზუალური დეფექტი ქრება.

ნაკლებტრავმული ინექციური მიდგომაა, რომლის მიზანიც ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების, გაფართოებული კანქვეშა კაპილარული ქსელის გაქრობაა.

როდის არის რეკომენდებული?

სამწუხაროდ, ზოგიერთ ესთეტიკურ ცენტრში აღნიშნული პრობლემის კოსმეტიკური კუთხით მოგვარების მცდელობა, ვენური უკმარისობის სახის შესწავლის გარეშე, ხშირად სავალალო შედეგით სრულდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტს სთავაზობს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ნებისმიერ შესაძლო გართულებას.

კონკრეტულ შემთხვევაში მიზანშეწონილია თუ არა სკლეროთერაპია, დგინდება შესაბამისი კონსულტაციისა და კვლევების საფუძველზე!

ნებისმიერ მსურველს საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანგიოლოგიური აქციით; ამ აქციის მეშვეობით შეფასდება თქვენი სისხლძარღვების მდგომარეობა და დაიგეგმება მკურნალობის შემდგომი ეტაპი.

სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაციისა და ექოსკოპიური კვლევის საფუძველზე ნათელი გახდება აღნიშნული კოსმეტიკური პროცედურა რეკომენდებულია თუ არა.

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა და სილამაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა და პლასტიკური ქირურგიის აღიარებულ სპეციალისტებს.

რა არის ვარიკოზი?

ვარიკოზი, ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა.

პათოლოგიის გამო ვენის სანათური ფართოვდება, ასევე ვენური კედელი თხელდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, იგი აღენიშნება 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალბატონსა და ყოველ მეათე მამაკაცს.

დაავადების ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე ფაქტორის თანხვედრაა საჭირო და კერძოდ:

  • გენეტიკური ფაქტორი, ანუ ვენური სარქველების გენეტიკური სისუსტე;
  • ორსულობა;
  • სიმსუქნე;
  • დიდხანს ფეხზე დგომა;
  • უმოძრაო, არააქტიური ცხოვრების წესი (დიდხანს ჯდომა);
  • ცხელი აბაზანები;
  • მზე;
  • ზოგიერთი პრეპარატი;
  • დიაბეტური ფონი;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი დოზით მოხმარება.

რა არის ქრონიკული ვენური უკმარისობა?

იგი სისხლძარღვოვანი სინდრომია, რომელიც ღრმა ვენების სარქვლების უკმარისობით ხასიათდება და ხშირ შემთხვევაში ღრმა ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ ვითარდება.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ტროფიკული წყლულები;
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში;
  • წვივის კუნთების კრუნჩხვები ღამის საათებში;
  • ვენების ვარიკოზული გაფართოება;
  • დერმატიტები (კანის ანთებითი რეაქცია) და სხვა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად