რადიოლოგიის საერთაშორისო დღე

რადიოლოგიის საერთაშორისო დღე

8 ნოემბერი

მადლობას ვუხდით ჩვენს რადიოლოგებს და მთელ გუნდს მათი დაუღალავი შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის! 

რადიოლოგიის ისტორია კი 1895 წლიდან იწყება, როცა ლაბორატორიაში მუშაობის დროს, ფიზიკოსმა ვილჰელმ რენტგენმა აღმოაჩინა სხივი. მას ფოსფორისფერ ფურცელში გავლა შეეძლო, მაგრამ მყარ სხეულს, როგორიც ძვლებია, ჩრდილს უტოვებდა! 

ამ აღმოჩენამ სათავე დაუდო ისეთ კვლევებს, როგორიცაა რენტგენოგრაფია, კომპიუტერული, მაგნიტურ-რეზონანსული, პოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფიები და მრავალი სხვა.

მედიცინის და ეპოქის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, რადიოლოგიას კიდევ უფრო დიდი მისია დაეკისრა.

თანამედროვე მედიცინაში, რადიოლოგიური გამოკვლევების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია სიმსივნის თუ სხვადასხვა ქრონიკული და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტირება, მართვა ან მკურნალობის სწორად დაგეგმარება.

ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის რადიოლოგიაში დანერგვამ კი, საგრძნობლად გააუმჯობესა კვლევით მიღებული გამოსახულების ხარისხი.

შედეგად, ექიმი-რადიოლოგებისთვის შესაძლებელი გახდა პაციენტის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და უზუსტესი დიაგნოზის დასმა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდმივ სიახლეებს სთავაზობს პაციენტებს და რადიოლოგიური მიმართულებით უახლესი აპარატურის და პროგრამების პრაქტიკაში დანერგვა, უცხოელ კოლეგებთან აზრთა ცვლა, კლინიკას ღირსეულ პოზიციას უნარჩუნებს მოწინავე მსოფლიო ასპარეზზე.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!