ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემოიყვანეს მართვით სუნთქვაზე მყოფი 83 წლის პაციენტი.
დიაგნოსტირდა თავის ტვინის ანევრიზმა, რომელიც გამსკდარი იყო. მისი ასაკიდან გამომდინარე მიღებულ იქნა ოპტიმალური გადაწყვეტილება – ანევრიზმა გამოთიშულიყო ენდოვასკულურად.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგების წყალობით დღეს პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე ეწერება.
მოგეხსენებათ, რომ ენდოვასკულური მეთოდი ნაკლებად ტრავმულია. ამ ტიპის ოპერაციის დროს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვიყენებთ SHIMADZU–ს ორმკლავიან ანგიოგრაფს Trinias B12–ს.
ეს აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ და ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს.
წარმატებული ოპერაციის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე.
„მარცხენა შუა არტერიის ანევრიზმა ენდოვასკულურად გამოვთიშეთ, ანევრიზმაში სპირალი ჩავახვიეთ. ანევრიზმის გამოთიშვა მოხდა ენდოვასკულური მიდგომით, უსისხლოდ, ბარძაყის მიდამოდან. პაციენტი 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე პაციენტი ამ ეტაპისთვის განყოფილებაშია, თავს კარგად გრძნობს, გონზეა, კიდურებს ამოძრავებს, კონტაქტურია“, – განმარტავს ბატონი გიორგი.
– ოპერაციას, რომელზეც ვსაუბრობთ, სპირალით ემბოლიზება ეწოდება.
– დიახ, ეს არის სპირალით ემბოლიზება. სპირალი წარმოადგენს მავთულს, რომელიც ეხვევა ანევრიზმის ღრუში და მას თრომბავს. რისკი, რომ ანევრიზმა ამის შემდეგ კვლავ გასკდეს ფაქტობრივად აღარ არის.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგს გიორგი ეგუტიძეს ნომერზე 599 78 66 54;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!