
გორში, სასტუმრო "გორი ინნ"-ში გაიმართა კონფერენცია თემაზე: მაღალტექნოლოგიური სიახლეები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
კონფერენციაზე მონაწილეობდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც წარადგინეს სამედიცინო
სფეროს უახლესი მიღწევები და ცენტრში დანერგილი ინოვაციური მიდგომები:
- ნინო ნებიერიძე – ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- თამაზ ჯაოშვილი – მედიცინის დოქტორი, ექიმი რადიოლოგი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის სრული წევრი
- კონსტანტინე ჩიქოვანი – ექიმი ოფთალმოლოგი, ქირურგი
- ლაშა გოგინაშვილი – რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპიის სპეციალისტი
ღონისძიება დასრულდა აქტიური დისკუსიითა და პანელურ ფორმატში შეკითხვებზე პასუხებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი განაგრძობს რეგიონებში ინფორმაციის გავრცელებასა და თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების გაზიარებას.