ქირურგიის ეროვნულ ცენტრში Secret Santa ტრადიციულად დეკემბრის ბოლო პარასკევს იმართება.
ეს სახალისო ტრადიცია არც წელს დაირღვა და კლინიკის თანამშრომლები სიამოვნებით ჩაერთვნენ სეკრეტ სანტას გათამაშებაში... თითქმის ერთი თვეა, იდუმალი სანტები ათასგვარი სიურპრიზით ანებივრებენ რჩეულებს და ყველა გაფაციცებით ადევნებს თვალყურს, – უნდათ გამოიცნონ ვინ არის მისი სანტა...
ჰოდა, დადგა ეს ნანატრი დღეც!
- საჩუქრები – გამორჩეულად თბილი და ზოგჯერ კვიმატიც, – ერთმანეთის სიყვარულით გაჯერებული...
- წერილები – გულისამაჩუყებელი...
- სურვილები – ყოვლისმომცველი...
მთელ წელს გაგვყვება ყველას ეს ადამიანური ურთიერთობების სითბო... უნდა გავაბედნიეროთ ერთმანეთი, – უბედურ ადამიანს არ შეუძლია სრულყოფილად იზრუნოს სხვაზე...
ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და ასევე ვზრუნავთ პაციენტების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე!
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
სიხარული, სიყვარული, ბედნიერება მოეტანოს თქვენთვის!