თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, გულისრევა ან ყურებში შუილი – არ გამოგეპაროთ თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები!

თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, გულისრევა ან ყურებში შუილი – არ გამოგეპაროთ თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები!

ორგანიზაცია VEDA-ს (VESTIBULAR DISORDERS ASSOCIATION) მონაცემებით, თავბრუსხვევის განვითარების რისკი ორჯერ მეტია ქალებში.

ამავე ასოციაციის ცნობით, 40 წლის ასაკის ზევით მოზრდილების 40%–ს აღენიშნება იმდენად სერიოზული თავბრუსხვევა, რომ სპეციალისტთან მიმართვის მიზეზი ხდება.

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში არსებული ჭარბი ქოლესტერინი სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირზე ილექება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. დაზიანებული სისხლძარღვის კედელზე ასევე ილექება ფორმიანი ელემენტებიც, რის საფუძველზეც წარმოიქმნება თრომბი, რაც ინსულტის განვითარების წინაპირობაა.

თუ პერიოდულად გაწუხებთ თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, გულისრევა ან ყურებში შუილი მომართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და ისარგებლეთ აქციით, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო და ძალიან უსიამოვნო სიმპტომების მიზეზის დადგენაში დაგეხმარებათ. კლინიკა გთავაზობთ აქციას, კერძოდ, თავის ტვინის ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას და ნევროლოგის კონსულტაციას.

აქციის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი თეა შუბლაძე.

„აქციის ფარგლებში ჩაგიტარდებათ ნევროლოგის კონსულტაცია და ულტრათანამედროვე აპარატის TOSHIBA APLIO 500–ის მეშვეობით გამოვიკვლევთ სისხლძარღვების გამავლობას, დავადგენთ არის თუ არა სახეზე სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება და სტენოზის არსებობის შემთხვევაში შევაფასებთ სტენოზის ხარისხს. საჭიროებისამებრ, დავნიშნავთ შესაბამის მკურნალობას“, – აცხადებს ნევროლოგი.     

– ქალბატონო თეა, გთხოვთ, მკითხველს მოუთხროთ იმ ძირითადი ჩივილების შესახებ, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც დაუშვებელია.

– ძირითადი ჩივილები, რომელზეც მკითხველმა უნდა გაამახვილოს ყურადღება ესენია:

  • ვესტიბულურ–კოორდინაციული დარღვევები (თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, ყურებში შუილი, სმენისა და მხედველობის პრობლემები);
  • ცეფალგია (თავის ტკივილი უპირატესად კეფისა და საფეთქლის მიდამოში);
  • ასთენიურ–ნევროზული მდგომარეობა (ემოციური ლაბილობა, გუნება–განწყობის დაქვეითება);
  • დისომნია (ძილის სხვადასხვა სახის დარღვევა);
  • კოგნიტური დარღვევები (მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება).

– რა თამაშობს დიდ როლს ათეროსკლეროზის განვითარებაში და რომელია მაპროვოცირებელი ფაქტორი?

ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მეტაბოლური ცვლის დარღვევა (მათ შორის დიაბეტი, სიმსუქნე), მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ასაკი (40 წლის ზემოთ, იშვიათად უფრო ახალგაზრდა ასაკშიც) ფიზიკური აქტივობის სიმცირე (ჰიპოდინამია), არასწორი კვება (განსაკუთრებით ცხოველური ცხიმების ჭარბი მოხმარება).

მაპროვოცირებელ ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება: თამბაქო, ალკოჰოლი, ფსიქოემოციური გადაძაბვა, სტრესი, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ხმაური, სპეციფიური სამუშაო გარემო და სხვა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქალბატონებში სისხლძარღვოვანი პრობლემების გაჩენა უპირატესად დაკავშირებულია ესტროგენის ასაკობრივ დეფიციტთანაც, რომელიც არამარტო კანის, არამედ სისხლძარღვების ელასტიურობასაც განაპირობებს.

ვფიქრობ, პროფილაქტიკის მიზნით, საშუალოდ 45 წელს ზემოთ ასაკში სასურველია თუნდაც გაზაფხულსა და შემოდგომაზე ნევროლოგთან კონსულტაცია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეკოლოგიური ფაქტორი, სტრესი, ალკოჰოლი, თამბაქო ხელს უწყობს სისხლძარღვოვანი პრობლემების გაახალგაზრდავებას, ეს ასაკი ზოგჯერ პირობითია.

– როგორია თქვენი რეკომენდაცია სისხლძაღვოვანი გართულებების თავიდან აცილების პრევენციის მიზნით?

სასურველია არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგი, კოაგულოგრამისა და ქოლესტერინის მაჩვენებლის პერიოდული განსაზღვრა.

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ყველა იმ რისკ–ფაქტორის გათვალისწინება, რაც ათეროსკლეროზის განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ აქცია!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართიქალაქი თბილისიდიღომიჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25;

 

თქვენთვის პრობლემურ,ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნევროლოგს თეა შუბლაძეს ნომერზე 595 26 92 92;

გისურვებთ ჯანმრთელობას!