ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტში კიდევ ერთი ურთულესი, მასშტაბური ოპერაციული ჩარევა განხორციელდა.
კლინიკაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც ავტოავარიის შედეგად მიიღო პოლიტრავმა, კერძოდ, აღენიშნებოდა მარცხენა ლავიწის, მხრის თავის, მხრის ლავიწისმხრივი დისტალური ბოლოს, წინამხრის ძვლებისა და ბარძაყის მოტეხილობა.
მოკლე პერიოდში, სათანადო მომზადების შემდეგ ერთმომენტად, ყველა მოტეხილ სეგმენტზე ჩატარდა ოპერაცია.
აღსანიშნავია, რომ მხრის დისტალური დამსხვრეული სახსარშიდა მოტეხილობის ოპერაცია ტრავმატოლოგიაში ურთულეს ოპერაციას წარმოადგენს! ეს უნიკალური მეთოდი კლინიკის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ორაგველიძემ გერმანიაში, ულმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოღვაწეობის პერიოდში შეისწავლა.
მკითხველისთვის ოპერაციის სირთულე მარტივად აღსაქმელი რომ გახდეს, განვმარტავთ, რომ ამ კონკრეტული ოპერაციული ჩარევის დროს, მხრის დისტალური ბოლოს დამსხვრეული მოტეხილობის ვიზუალიზებისთვის, ხელოვნურად იკვეთება იდაყვის მორჩი, შემდგომ კეთდება სახსრის მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსირება და ბოლოს ხელოვნურად გადაკვეთილი იდაყვის მორჩზე კეთდება ოსტეოსინთეზი, ვებერის წესით.
ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მოსახლეობას სთავაზობს ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობას 24 საათიან რეჟიმში.
პაციენტები სარგებლობენ შემდეგი სერვისებით:
- მენჯ–ბარძაყის, მუხლის, მხრის, თითების ენდოპროტეზირება;
- კიდურების დაგრძელება შეძენილი პათოლოგიების დროს;
- შეძენილი თუ თანდაყოლილი პათოლოგიების დროს საკორექციო ძვალკვეთა;
- მოტეხილობების შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ჩარევა (ოსტეოსინთეზი);
- ძვლის გადანერგვა შეუხორცებელი მოტეხილობების დროს;
- ნებისმიერი თანამედროვე ოპერაციები მტევანსა და ტერფზე;
- სახსარშიდა ინექციები შესაბამისი მედიკამენტებით რენტგენის კონტროლის ქვეშ.
კლინიკაში ერთ სივრცეში ტარდება ყველა ტიპის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა!
ოპერაციები ტარდება ბრენდული კომპანიების მიერ წარმოებული თანამედროვე იმპლანტებით.
პაციენტს საშუალება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი ამბულატორიულ–ტრავმატოლოგიური სერვისით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!