ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 6 დეკემბერს ბელგიის დელეგაცია ეწვია.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბელგიის რეგიონის, ვალონიის ექსპორტისა და საზღვარგარეთ ინვესტიციის სააგენტოს Walloon Export and Foreign Investment Agency-ს ვაჭრობისა და საინვესტიციო საკითხებში მრჩეველი, ერიკ ბლეტარდი, რეგიონული მენეჯერი სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში, ევგენია ულკინა, ორგანიზაციის ELYSIA RAYTEST–ის პარტნიორი და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის გაყიდვების მენეჯერი, ალექსანდრე იორდანოვი. ღონისძიებას ესწრებოდა ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბერტ შოვსი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ლაშა ბაზაძემ ბელგიის დელეგაციის წევრებს კლინიკა გააცნო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა ონკოლოგია! მოგეხსენებათ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იფუნქციონირებს სრულფასოვანი ონკოლოგიური ცენტრი, რადიოთერაპიის დეპარტამენტი, რომელიც პაციენტებს შესთავაზებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მაღალი სტანდარტის მკურნალობას, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
სტუმრებმა კლინიკის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილეს ბელგიის მხარესა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები – ბელგიური გამოცდილება ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობაში როგორც სამედიცინო ტექნოლოგიური, ისევე ექიმთა გადამზადებისა თუ უცხოეთიდან კადრების მოზიდვის კუთხით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!