ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ქარელის რაიონის მოსახლეობას ჩაუტარეს.

კ.ერისთავის სახელობის. ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ქარელის რაიონის მოსახლეობას ჩაუტარეს. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტირების და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადმა ქირურგმა, ტრავმატოლოგმა, გინეკოლოგმა, უროლოგმა, ოფთალმოლოგმა, თერაპევტმა, კარდიოლოგმა, ნევროპათოლოგმა და ექოსკოპისტმა.
ყველა საჭირო შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო ის ფაქტი,რომ ყველა გასინჯულ პაციენტს მკურნალობისათვის აუცილებელი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცა .
კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე...