
კანის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი
რა არის ციფრული დერმატოსკოპია?
-ეს არის კვლევის მეთოდი, როდესაც სპეციალური ხელსაწყო დერმოსკოპით ხდება კანის,სკალპისა და თმის ღერის სტრუქტურის, ასევე ფრჩხილის დაავადებათა შეფასება და დიაგნოსტიკა.პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო და არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას; ვიყენებთ კანზე არსებული ნებისმიერი პრობლემის სადიაგნოსტიკოდ, ეს იქნება გამონაყარი, ლაქები, ასევე თმის ცვენით მიმდინარე დაავადებების დროს, როგორიცაა ალოპეცია. ეს მეთოდი ამარტივებს დიფერენცირებას პიგმენტურ და არაპიგმენტურ,კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნებს შორის და წარმოადგენს კანის კიბოს აღმოჩენის ოქროს სტანდარტს.
რით განსხვავდება ის კლასიკური გამადიდებლისგან?
-თუ გამადიდებლით შეგვიძლია კანის მხოლოდ ზედაპირული დათვალიერება, დერმოსკოპით დეტალურად ვახდენთ წარმონაქმნების სტრუქტურულ შეფასებას. მაგალითად: მელანომების დროს დერმოსკოპით ვაფიქსირებთ -ატიპიურ პიგმენტურ ქსელს, ატიპიურ სისხლძარღვებს, რეგრესის კერებს და ა.შ. რაც შეუძლებელია კლასიკური გამადიდებელი მოწყობილობით დაფიქსირდეს. ჩვეულებრივი გამადიდებლისგან განსხვავებით დერმოსკოპი აღჭურვილია მაღალი ხარისხის გამადიდებელი ლინზით ასევე გააჩნია პოლარიზებული და არაპოლარიზებული ნათება, რომელიც იძლევა კანის ზედაპირული სტრუქტურების ვიზუალიზაციას 10 ჯერ უფრო სრულყოფილად და ღრმად როგორც ეპიდერმისში, ასევე დერმოეპიდერმულ საზღვარზე და პაპილარულ დერმისში.
როდის ხდება ამ კვლევის ჩატარების აუცილებლობა? რა მიზნით ტარდება კვლევა?
-თანამედროვე დერმატოლოგია ციფრული დერმოსკოპიის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.კანზე არსებული ნებისმიერი ახალწარმონაქმნი და უკვე არსებული ელემენტები, რომელთაც შეიცვალეს ფორმა, ფერი, საზღვრები აუცილებლად უნდა ინახოს დერმატოლოგის მიერ დერმატოსკოპით, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები. დერმოსკოპია საშუალებას გვაძლევს შევამციროთ არასაჭირო ბიოფსიათა რიცხვი, რადგან ვახდენთ კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნების დიფერენცირებას. მაგალითად, ზოგიერთი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი საერთოდ არ საჭიროებს ამოკვეთას და მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტს წარმოადგენს, მაშინ როდესაც ავთვისებიანი სიმსივნეები გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვენ.
რომელი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება დერმატოსკოპია?
-დერმოსკოპიული კვლევა შესანიშნავი სკრინინგის ინსტრუმენტია ყოველდღიურ დერმატოლოგიურ პრაქტიკაში.იგი ძირითადად ტარდება კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების დიაგნოსტირებისთვის. როგორიცაა : მელანომა, კანის ბაზალურ და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომები, სებორეული კერატოზები, დერმატოფიბრომა, ჰემანგიომა.ვიყენებთ კანის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკაში,მაგალითად: ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი, დისკოიდური წითელი მგლურა, მიკოზები. პიგმენტაციის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დროს : ვიტილიგო,მელაზმა; ვირუსული დერმატოზების: მეჭეჭების, კონტაგიოზური მოლუსკების, ასევე თმის და სკალპის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ.
აღწერეთ დერმატოსკოპიის ჩატარების პროცესი...
-ციფრული დერმოსკოპიის ჩატარების პროცესი გამოირჩევა სიმარტივით და არაინვაზიურობით (აბსოლუტურად უმტკივნეულოა). კანის ზედაპირზე აპარატის მოთავსებისას ავტომატურ რეჟიმში ვიღებთ ციფრულ გამოსახულებას, დერმოსკოპიულ სურათს, რის საფუძველზეც ისმება დიაგნოზი და მარტივდება დიფერენცირება სხვადასხვა დერმატოზებს შორის.ასევე შესაძლებელია დაავადებების მუდმივი მონიტორინგი, რადგან აპარატი აღჭურვილია ფოტო გადაღების უნარით და შესაძლებელია ციფრული გამოსახულების შენახვა და შედარება მომავალ მონაცემებთან.
რის საფუძველზე (რა ჩივილების) საფუძველზე ატარებს დერმატოლოგი კვლევას?
-პაციენტები ძირითადად მოგვმართავენ ნევუსების (ხალების) დიაგნოსტიკის მიზნით, რომლებმაც შეიცვალეს ფორმა, ფერი, საზღვრები. წარმონაქმნი გახდა სისხლმდენი, ან აქვს სველი, შეუხორცებელი ზედაპირი (წყლული, რომელიც არ ხორცდება). თმის ცვენით მიმდინარე დაავადებების (ალოპეციების) სადიაგნოსტიკოდ; სწორედ დერმოსკოპიით დგინდება ალოპეციის ფორმა და ხასიათი, აქტიურია თუ პასიური მისი მიმდინარეობა. ეს საშუალებას გვაძლევს დავსვათ სწორი დიაგნოზი და შევარჩიოთ მკურნალობის შესაფერისი მეთოდი. ხშირია მომართვა პიგმენტაციის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დროს,ჩივილებით : მოყავისფრო ლაქები სახის მიდამოში, თეთრი ლაქები სხეულზე. ციფრული დერმოსკოპით ხდება ლაქების ზუსტი დიაგნოსტირება. მისი ხასიათის განსაზღვრა -შეძენილია იგი,ინფექციური თუ აუტოიმუნური ხასიათის.
DERMLITE DL4 აპარატის ტექნიკური ღირსებები და უპირატესობები
მეოთხე თაობის Dermlite DL4 დერმოსკოპი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოსახულებით. წარმოადგენს ყველაზე დახვეწილ ნიმუშს პორტატულ დერმოსკოპებში. პოლარიზებული/ არაპოლარიზებული ნათებით და 30მმ ლინზით გვთავაზობს უფრო დიდი ხედვის ველს და ღრმა პიგმენტაციის გაძლიერებულ გამოსახულებას. DL4 ეპიდემიოლოგიური სისტემა IceCap გვთავაზობს ინფექციის კონტროლისთვის ერთჯერად თავაკებს, რომელიც იცავს პაციენტს ჯვარედინი დაბინძურებისგან, აპარატის კანთან კონტაქტის გამო. DL4 დერმოსკოპით შესაძლებელია წარმონაქმნების მუდმივი მონიტორინგი, ციფრული გამოსახულების ფოტო გადაღების გზით.
ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ