ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანიც, პრევენციის გზით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირება გახლავთ
ქირურგიის ეროვნული ცენტრი, უერთდება გულის მსოფლიო დღეს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ამის გამო ხშირია ადამიანთა დაინვალიდება და გარდაცვალება.
გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორები
- მაღალი არტერიული წნევა;
- სისხლში ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი;
- გლუკოზის მაღალი დონე;
- თამბაქოს მოხმარება;
- კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობა;
- ჭარბი წონა;
- დაბალი ფიზიკური აქტივობა.
ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს შორის, პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც სისხლძარღვოვანი პათოლოგიების – მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორია, რომლის შემცირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით, ამისთვის კი, აუცილებელია:
- ფიზიკური აქტივობა;
- ჯანსაღი კვება;
- თამბაქოზე უარის თქმა.
ამ დაავადებების მკურნალობისთვის და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით, კლინიკაში შექმნილია კარდიოლოგიური სამსახური, რომელიც გთავაზობთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის არაერთ კვლევას ფასდაკლებით.
კარდიოლოგიური აქციები
თუ გსურთ, კარდიოლოგიური აქცია-ფასდაკლებები იხილოთ ვრცლად, გადადით ბმულზე:
- გულისა და საძილე არტერიების გამოკვლევა;
- უმნიშვნელოვანესი კარდიოლოგიური კვლევები;
- კარდიოლოგის კონსულტაცია 25 ლარად;
- არითმიის დიაგნოსტირებისთვის საჭირო პროფილაქტიკური, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები – უპრეცედენტოდ დაბალ ფასად!
გაითვალისწინეთ, რომ აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!