კითხვა: გამარჯობა ვარ 27 წლის მყავს სამი შვილი და ამ სამი შვილის მერე ვარ გაუშვილოვებული და რას შეიძლება გამოეწვია ხომ ვერ მეტყვით ან იქნებ დამაკვალიანოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
უშვილობის მიზეზი ქალებში ბევრია, მაგალითად: შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები, ფალოპის მილების გაუვალობა, ჰიპერპროლაქტინემია, ჰორმონული დისბალანსი, აუტოიმუნური სისტემური დაავადებები, შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები, ფსიქოსექსუალური დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება, მეუღლის აზოოსპერმია და ა.შ.
თქვენს შემთხვევში, თუ რამ გამოიწევია უშვილობა, დისტანციურად პასუხის გაცემა რთულია.
არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც უნდა გაირკვეს უშუალო ვიზიტისას, ანამნეზის შეკრების დროს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექიმ – გინეკოლოგ თათია ცხომელიძესთან, უფასო საკონსულტაციო დღეებში, საშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქალბატონ თათიას პირად ნომერზე 577 119 100.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა