მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის საშვილოსნოს შეხორცებითი დაავადება;
- შეხორცებების გამომწვევი ფაქტორები;
- შეხორცებითი დაავადების მკურნალობა.
საშვილოსნოს შეხორცებითი დაავადება არის ფიბრომული ჭიმები, იგი ვითარდება ორგანიზმში როგორც დამცავ რეაქციად რომელიღაც ანთებით პროცესთან მიმართებაში, რომელიც სამომავლოდ სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
მცირე მენჯში შეხორცებების გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, მათ შორისაა:
- ანთებითი დაავადებები;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
- ენდომეტრიოზი.
პათოლოგიის დროს ზიანდება ფალოპის მილები, რის შემდეგაც, კვერცხუჯრედი ვერ განაყოფიერდება, ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ტრანსპორტირება საშვილოსნოსკენ არ ხდება.
როგორც წესი, მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი დაავადების მკურნალობა ტარდება ჰისტეროსკოპიით.
ჰისტეროსკოპია გახლავთ ნაკლებადინვაზიური პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური ენდოსკოპით, საშვილოსნოს ყელის გავლით, ექიმი შედის საშვილოსნოს ღრუში და ათვალიერებს მის კედლებს, სპეციალური არხის საშუალებით კი, შესაძლებელია არსებული შეხორცებების მოკვეთა.
თუ თქვენ არ იმყოფებით თვითიზოლაციის რეჟიმში და გაქვთ სახლის დატოვების უფლება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც მაღალკვალიფიციურ გინეკოლოგთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას. მოგეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ოპერაციული მკურნალობისა და შემდგომი პერიოდის, ისე ორსულობის დაგეგმარებისა და მისი მართვის შესახებ.
გაცნობებთ, რომ კლინიკა არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!