მოგესალმებით,
C რეაქტიული ცილა რევმატული პროცესის სიმწვავეს, აქტივობას ასახავს, მაგრამ მის დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას გადაჭარბებით აფასებენ, რაც ხშირად სამედიცინო შეცდომის მიზეზი ხდება.
C რეაქტიული ცილა საკმაოდ მგრძნობიარეა, მაგრამ, თუ საქმე გვაქვს ანთებით პროცესთან, მაშინ მომატებული უნდა იყოს პირველ რიგში - ედს (ერითროციტების დალექვის სიჩქარე),ლეიკოციტები სერომუკოიდები, დიფენილამინი, და ცერულოპლაზმინის მაჩვენებელიც.
სავარაუდოდ გულისხმობთ ნეკნთაშუა ნევრალგიას, რომლის დროს ტკივილის სინდრომი წარმოადგენს ნეკნების პროექციაში გულმკერდის არის გარშემოვლით მწვავე ტკივილს. წარმოშობით ეს ტკივილები ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს შეიძლება იყოს ვირუსული ან ტრავმატული ხასიათის.
დიახ, ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს, პაციენტს არ აღენიშნება ტემპერატურა, მაგრამ, თუ ეს ნევრალგია უკავშირდება რაიმე ვირუსულ ინფექციას,მაგალითად ჰერპესულს (varicella-zoster), მაშინ შესაძლოა გამოვლინდეს მაღალი ტემპერატურა.
პაციენტის გასინჯვისას კეთდება ფუნქციური ტესტები (მოძრაობის შემოწმება), კანის საფარველის შემოწმების დროს კი, ვლინდება ტკივილის წყარო.
ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოზზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ხერხემლის სვეტის გულმკერდისა ნაწილის და გულმკერდის ღრუს გამოკვლევის დამატებითი აპარატული მეთოდები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, დიაგნოზის დადგენასა და შემდგომი მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებაში.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, მე ორსულად ვიყავი მარჯვენა ნეკნისტკივილი რომ დამეწყო დახლოებით 8 თვეში რომ ვიმშობიარე აღარ შევუწუხებივარ მაგრად სადღაც ორ თვეში ისევ დამეწყო ეს ტკივილი ყოველდღიური არ იყო მაგალითად თუ ფიზიკურად დავიტვირთებოდი მაშინ მტკიოდა რომ ვიჯექი და ფეხზე დგომისასაც თან სუნთქვაც მიჭირდა ეს დღეებია გაუსაძლისად ამტკივდა ძალიან მიჭირს სუნთქვა ყოველ ამოსუნთვისას მტკივა ორმაგად ჯერ მარჯვენა ნეკნი მტკიოდა მაგრად ეხლა მარცხენაც მიემაატა თან სიცხე მაქვს 37 უფრო ხშირად ერთხელ 38 მქონდა გადავიღე ექოსკოპია თირკმელებზე ნაღვლის ბუშტზე შარდის ბუშტზე თითქმის ყველგან ყველაფერი სუფთაა ასევე რენდგენი ფილტვებზე რაც სრულიად სუფთა აღმოჩნდა მაინტერესებს რისი ბრალია ეს ყველაფერი იმიტომრომ მითხრეს ექიმებმა ნევრალგიის დროს სიცხე არ არის ც რეაქციული ანალიზი გავიკეთე და მომატებული მაქვს
პასუხი: