კითხვა: ძალიან გთხოვთ ჩემი კითხვა სათანადო კატეგორიაში განათავსოთ,დიდი მადლობა იმისთვის რომ გვეხმარებით, წინა შეკითხვასთან დაკავშირებით მაინტერესებს, დავუშვათ არის რაიმე პროცესი ფილტვებში ან ბრონქებში, (მაგ:სიმსივნის დასაწყისი სტადია ან რაიმე წარმონაქმნები), შესაძლებელია თუ არა გულმკერდის ტომოგრაფიით ამის განსაზღვრა ან ამ შემთხვევაში რა გამოკვლევას მირჩევთ (რენდგენის გარდა)
პასუხი:

მოგესალმებით,
გულმკერდის კედლის, პლევრის, შუასაყრის, დიაფრაგმის, ტრაქეის, ბრონქების, ფილტვების კვლევებისათვის საწყისად გამოიყენება რენტგენოლოგიური კვლევა ,თუმცა რაიმე საეჭვო მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში, მიზანშეწონილია კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა