კითხვა: მაინტერესებს ადეპს თუ შეუძლია კუჭ-ნაწლავის და ლორწოვანი გარსის გაღიანება .ვიღებ 6 თვეა 1 ტაბლეტს დღეშ ერთხელ. მადლობა პასუხისთვის..
პასუხი:

პრეპარატი ადეპი, მისი ანოტაციის მიხედვით გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ.
ადეპის მიღების დროს აუცილებელია ექიმის მითითებების ზედმიწევნით დაცვა.
რა თქმა უნდა, ყველა პრეპარატის მსგავსად, ადეპმაც შეიძლება, გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები

ადეპით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ძილიანობა;
  • დაღლილობა;
  • მადისა და წონის მატება;
  • თავბრუხვევა;
  • თავის ტკივილი.

გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, რათა დაადგინოს თქვენი ჩივილის მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში შეამციროს დოზები, ჩაანაცვლოს ადეპი სხვა მედიკამენტით ან შეცვალოს დანიშნულება.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგს.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთვება გასტროენტეროლოგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა