ანემია, თრომბოციტოპენია - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 21 წლის, მაინტერესებს რა დაავადების მანიშნებელია ეს სიმპტომები: ყურში შუილი,დაგუბება,სისუსტე,კიდურების დაბუჟება,ფეხების ტკივილი, თვალში სისხლჩაქცევები, მოულოდნელი დაახ 10 წამიანი თავის ტკივილი,სუნთქვის უკმარისობა,დაბალი არტერიული წნევა, მაქვს სინესური ტაქიკარდია, რომელსაც ვმკურნალობდი მედიკამენტებით, 1 თვის წინ ნევროლოგმა დამიდგინა აკვიატებული ნერვოზი, დამინიშნა ატარაქსი,ქალმი,მაგიტრონი, და ტებოკანი, თუმცა იგივე სიმპტომები მაქვს და შედეგი არ არის, მაინტერესებს სრული გამოკვლევისთვის რა პროცედურებია საჭირო?
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია, დისტანციურად ზუსტად გიპასუხოთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ თქვენი ჩივილების გამომწვევია ანემია ან თრომბოციტოპენია.
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ანემია ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა სიის თავშია. ანემიები, ეს არის დაავადებათა დიდი ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც გამოწვევის მიზეზებით, ისე პათოგენეზით და განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებს.
განასხვავებენ შემდეგი ტიპის ანემიებს:

  • რკინადეფიციტური;
  • ვიტამინ B12-დეფიციტური;
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული;
  • ჰემოლიზური;
  • აპლაზიური.

კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რკინადეფიციტური ანემია გვხვდება.
თრომბოციტოპენია კი, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში არის თრომბოციტების ნაკლებობა. მისი განვითარების მიზეზი, იმუნური სისტემის პათოლოგია ან ანემიის რომელიმე ფორმაა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და თავდაპირველად გაიაროთ კონსულტაცია ჰემატოლოგთან. სათანადო კვლევების ჩატარების შემდეგ კი, აუცილებლად დაგეხმარებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი და დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა