კითხვა: გამარჯობა ვარ 25 წლის 1.47 სიმაღლეში 33 კილო ვერანაირ მატებას ვერ ვახერხებ უფრო ქვემოთ მოვდივარ რისი ბრალი შეიძლება იყოს ყველაფერი რიგზე მაქ მწეველი ვარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, ფაქტია, საქმე ეხება კვებით დარღვევას. შესაძლოა, გამომწვევი მიზეზი იყოს ანორექსია რომელსაც ახასიათებს პათოლოგიურად დაბალი სხეულის წონა.
ანორექსიის მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებად და გადაუდებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე. საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება ზუსტი დიაგნოზი და შეგერჩევათ კვებისა და მკურნალობის შესაბამისი მეთოდი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა