კითხვა: გამარჯობა ვარ 23 წლის გათხოვილი მყავს 2 შვილი, სიმაღლეში ვარ 1,53 მინდა კიდევ სიმაღლეში მომატება არის შესაძლებელი? ერთი წლის წინ ვიყავი ექიმთან გადამიღეს მაჯაზე რენტგენი და მითხრეს ზრდა შეჩერებულიაო, თქვენ რას მეტყვით არის რამე შანსი სიმაღლეში მომატების რაიმე წამლებით მაინც?
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, გადაიღეთ სხივ-მაჯის სახსრის რენტგენი და დაადგინეთ, რომ ზრდის ზონები გაძვალებულია.
ასეთ შემთხვევაში, ზრდის შანსი თქვენს ასაკში უკვე მცირეა, თუმცა თქვენი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე, გადაწყვეტით ზუსტ პასუხს ვერ მოგახსენებთ.
თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.
აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება.
რეკომენდაციებისთვის და ჯანსაღი კვების რაციონის შესარჩევად, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !