არითმია

კითხვა: მაქვს გულის არითმია, იკურნება თუ არა, რას მირჩევთ, როგორ ვიკვებო და ა.შ.
პასუხი:

არითმია წარმოადგენს მდგომარეობას, როცა გულის რითმი დარღვეულია. არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი. გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი .
არითმიების მრავალ ფორმას სიმპტომები არ აქვს, თუმცა არითმიებს თუ გრძნობს ადამიანი დაახლოებით ასე: 1) საკუთარი გულისცემის შეგრძნება. 2 ) გულის ცემას შორის ჩავარდნას, გამოტოვება, ან პაუზას, 3) გულის ფრიალის შეგრძნება და რა თქმა უნდა პულსის გაზომვისას შეიძლება გულისცემა იყოს ჩქარი ან ნელი როგორც აღვნიშნეთ. რაც შეეხება ზოგად სიმპტომებს შეიძლება იყოს:
თავბრუსხვევა და სისუსტე.
ქოშინი
მკერდის ტკივილი.
სინკოპე - გონების დაკარგვა.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არითმიების უმეტესობა საშიში არ არის და მათი არსებობის შესახებ სიცოცხლის ბოლომდე ვერ გებულობს ადამიანი. მაგრამ არითმიების მცირე ნაწილი იმდენად საშიშია, რომ სიკვდილიც შეიძლება გამოიწვიოს.
არსებობს არითმიების ოთხი ძირითადი ტიპი. ექსტრა შეკუმშვები, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, ვენტრიკულური არითმიები და ბრადიარითმიები.იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ,გამწვავების რისკი გულის არითმიების დროს, პაციენტებმა მკაცრად უნდა დაიცვან ყველა სამედიცინო რეკომენდაცია ძირითადი დაავადებების (ჰიპერტენზია, თირეოტოქსიკოზი, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი კარდიოსკლეროზი, გულის თანდაყოლილი და შეძენილი ავადმყოფობა, მიტრალური სტენოზი და ა.შ.) მკურნალობის კუთხით .
არითმიების აღმოცენების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია შერჩეული დიეტის დაცვა,უარის თქმა ისეთ სასმელებზე როგორიცაა : ძლიერი ყავა,ჩაი,სპირტიანი სასმელები .სასარგებლოა ზომიერი ფიზიკური აქტივობა,სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული,ძილის მოწესრიგება,სხეულის წონის ოპტიმიზირება,სისხლში შაქრის მონიტორინგი და კორექცია .

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა