კითხვა: მაქვს არითმია რა წამალი უნდა მივიღო
პასუხი:

მოგესალმებით,
არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.
არითმიების მრავალ ფორმას სიმპტომები არ აქვს, თუმცა, ზოგადი სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • თავბრუსხვევა და სისუსტე;
  • ქოშინი;
  • მკერდის ტკივილი;
  • სინკოპე - გონების დაკარგვა.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არითმიების უმეტესობა საშიში არ არის და მათი არსებობის შესახებ სიცოცხლის ბოლომდე ვერ იგებს ადამიანი. მაგრამ არითმიების მცირე ნაწილი იმდენად საშიშია, რომ სიკვდილიც შეიძლება გამოიწვიოს.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ, გამწვავების რისკი, გულის არითმიების დროს, პაციენტებმა მკაცრად უნდა დაიცვან ყველა სამედიცინო რეკომენდაცია ძირითადი დაავადებების (ჰიპერტენზია, თირეოტოქსიკოზი, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, კარდიოსკლეროზი, გულის თანდაყოლილი და შეძენილი ავადმყოფობა, მიტრალური სტენოზი და ა.შ.) მკურნალობის კუთხით.
არითმიების აღმოცენების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია შერჩეული დიეტის დაცვა, უარის თქმა ისეთ სასმელებზე როგორიცაა:

  • ძლიერი ყავა;
  • ჩაი;
  • სპირტიანი სასმელები.

დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაპროფესიული იქნება, სასურველია, პირველ რიგში აუციელებელია დადგინდეს არითმიის ტიპი და მიზეზები.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-sruli-kardiologiuri-gamokvleva-166-laris-nacvlad-99-larad/25670
იმავდროულად ,ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია არითმიის ტიპის დაზისტების მიზნით ისეთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება,როგორიცაა ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორირება.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა