მოგესალმებით,
ზოგადად, გულის რიტმის დარღვევა იმდენად რთული და მრავლისმომცველი საკითხია, რომ ცალკე დარგად – არითმოლოგიად არის გამოყოფილი.
არითმია ზოგჯერ სავსებით კეთილთვისებიანია და მკურნალობა არ სჭირდება.
გარდა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიისა, გულის რიტმის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს შემდეგმა პათოლოგიებმა:
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ზოგიერთი მედიკამენტი (გაციების, სურდოს, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი);
- კოფეინი;
- ნიკოტინი;
- ალკოჰოლი და ა.შ.
თუ ამ მიზეზთაგან ყველა გამოირიცხება, ამ შემთხვევაში გულის რითმის იდიოპათიურ მოშლაზე ვსაუბრობთ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დანიშნავს საჭირო კვლევებს, ამის შემდეგ კი, მოგახსენებთ არითმიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებსა და მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
სხვა დამატებითი ინოფრმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!