კითხვა: გამარჯობა, მყავს ასკარიდა ჭია ვარ 21 წლის ვიმკურნალე 2 თვის უკან და ისევ წავედი კონტროლზე ისევ ამომივიდა რა მედიკამენტები უნდა შევიძინო რომ სამუდამოდ გამოვდევნო ორგანიზმიდან
პასუხი:
მოგესალმებით.
ასკარიდას ან ზოგადად ჰელმინთოზის მკურნალობის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დანიშნული მკურნალობის სრულფასოვანი შესრულება, ასევე იმ მიზეზის აღმოფხვრა, რამაც გამოიწვია დაავადება.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, რომლის დანიშნულებითაც ერთგზის უკვე გაიარეთ მკურნალობის კურსი. მოახსენეთ მას თქვენი მდგომარეობის შესახებ და მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!