კითხვა: გამარჯობა. გთხოვთ მიპასუხოთ. უკაცრავად და განავლის ანალიზში აღმომაჩნდა ასკარიდას ჭიის კვერცხები. ლეიკოციტები18-20. ერითროციტები 7-8. საშიშია.ასკარიდა ჭიის სამკურნალოდ რა უნდა დავლიო?მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით!
ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოყოფს. კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში კვლავ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება.
საზოგადოდ, ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს).
ასკარიდოზის პროფილაქტიკა ასევე გულისხმობს ჰიგიენური წესების დაცვას.
დისტანციურად პრეპარატის დასახელებაზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაეთიკურია.
გირჩევთ, მიმართოთ ექიმ-პარაზიტოლოგს რომელიც შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა