პარაზიტების წამალი - პარაზიტოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.არ ვიცი რამდენად იცნობთ პარაზიტების წამალს გამოწერით რომ არის.რამდენად უსაფრთხოა და ექიმის გარეშე თუ შეიძლება მიღება
პასუხი:

მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პრაქტიკაში არ ვიყენებთ მსგავს პრეპარატებს, რადგან არაა ცნობილი მათი უკუჩვენებების შესახებ, პასუხს ვერ გაგცემთ კონკრეტულად „detoxio”-ს შესახებ.
თუმცა შეგვიძლია მოგახსენოთ ზოგადად, რომ ჰელმინთოზს ( პარაზიტებს, ჭიებს) ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ, მაგრამ მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს).
პროფილაქტიკა ასევე გულისხმობს ჰიგიენური წესების დაცვას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნებისმიერმა პრეპარატმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, მინიმუმი ზიანი იქნება ის, რომ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, ხოლო ყველაზე ცუდი – გამოიწვევთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას.
დისტანციურად სხვა პრეპარატის შესახებ მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაეთიკურია და ჩვენი მხრიდან არაპროფესიული.
გირჩევთ, მიმართოთ ექიმ-პარაზიტოლოგს რომელიც შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა