ბართოლინის ჯირკვალი

კითხვა: მოგესალმებით, გთხოვთ , მომწეროთ ბართოლითის ჯირკვლუს კისტას ოპერაცია თუ კეთდება თქვენთან. ვინ აკეთებს, რა პროცედურებია საჭირო და რა იქნება ღირებულება. უღრმესი მადობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით ! ბართოლინის ცისტა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მკურნალობა მის ზომაზე, მტკივნეულობასა და ინფექციის არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ სახლის პირობებში ჩატარებული მკურნალობაც საკმარისია, თუმცა ისეთი შემთხვევაც ხშირია, როცა აუცილებელია ცისტის ქირურგიული დრენირება. ინფექციის დროს დიდ დახმარებას გვიწევს ანტიბიოტიკებიც.დიდი ზომის ცისტის აღმოჩენა, მეტადრე – ინფიცირებულისა, ძნელი არ არის, პატარა ცისტა კი ქალმა შესაძლოა ვერ შეამჩნიოს. თუ ცისტამ ზრდა განაგრძო, დროთა განმავლობაში ქალი საშოს შესავალთან კვანძს აღმოაჩენს. მართალია, ცისტა თავდაპირველად უმტკივნეულოა, მაგრამ განსაზღვრული მგრძნობელობა მაინც ახასიათებს. მისი ინფიცირება, როგორც წესი, დროს ამბავია. დაჩირქებული ცისტა წარმოქმნის მგრძნობიარე, ხშირად მტკივნეულ კვანძს საშოს შესავალთან, იწვევს დისკომფორტს სიარულისა და ჯდომის დროს, ტკივილს სქესობრივი კავშირის დროს და ცხელებას.
ბართოლინის ცისტა მკურნალობას ყოველთვის არ მოითხოვს, მეტადრე – თუ არავითარ დისკომფორტს არ იწვევს, მაგრამ როცა ჩივილები შემაწუხებელია, დღის წესრიგში სამედიცინო ჩარევის საკითხი დგება.
მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ოპტიმალურს ექიმი არჩევს ცისტის ზომის, დისკომფორტის ხარისხის, ინფექციის არსებობა-არარსებობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით
* ქირურგიული ჩარევა – შედარებით მოზრდილი და დიდი ცისტები დრენირებას მოითხოვს. აბსცესის დრენირება, წესისამებრ, ადგილობრივი გაუტკივარებისა და სედაციის ფონზე ტარდება.
ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს სპეციალისტებთან უფასო კონსულტაციის დღეები ,შეგიძლიათ მობრძანდეთ გინეკოლოგთან ,შეაფასოს მდგომარეობა და დაიგეგმოს მკურნალობის შემგომი ტაქტიკა . სურვილისამებრ ჩაეწერებით კონკრეტულ ექიმთან ,გინეკოლოგიური განყოფილების ხელძღვანელია ბატონი მინდია იობაშვილი . ასევე ადგილზე გაგეცემათ პასუხი ფინანსურ საკითხზე . აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს და შაბათს , წინასწარი ჩაწერით ნომერზე-577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა