ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა.ბავშვი არის 11 წლის.აქვს თანდაყოლილი ფეხის სიმოკლე.სიმოკლე ეტყობა ბარძაყზე,წვივზე და ტერფზეც. 5-7 სმ. სად შემიძლია მოსვლა.
პასუხი:

მოგესალმებით!
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია გულისხმობს სახსრის კომპონენტების განუვითარებლობას, სახელდობრ, მათ უმწიფრობას ამოვარდნილობის გარეშე, რაც შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის, ქვეამოვარდნილობისა და ამოვარდნილობის კონსერვატიული მკურნალობა კომპლექსურია. გარდა სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟისა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, ტარდება
ფიზიოპროცედურები, რაც გულისხმობს:

  • ელექტროფორეზს, გავა-წელზე და მენჯ-ბარძაყის სახსარში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად; პარავერტებრული და დუნდულა კუნთების ელექტროსტიმულაციას;
  • ბალნეოპროცედურები – თბილი შეფუთვა, პარაფინის და ოზოკერიტის აპლიკაციები;
  • მედიკამენტური მკურნალობა – კალციუმისა და ფოსფორის პრეპარატების, პოლივიტამინების მიღება.

ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება, ელიზაროვის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატით, უპირატესად სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ხდება, რაიმე პათოლოგიის შემთხვევაში.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით, გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას. "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა