კითხვა: მყავს სამი თვის ბავშვი, აბოყინებს გაუთავებლად,ამის გამო ღამე არ ძინავს,ჩაიძინებს იტირებს,ამოვიყვან დააბოყინებს და ასე გაუთავებლად. ვიყავით უკვე მესამე პედიატრთან უშედეგოდ.მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით!
ჩვილის კუჭ-ნაწლავი ჩამოუყალიბებელია და სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს, კვების ან ტირილის დროს გადაყლაპული ჰაერის ერთ–ერთი შედეგი კი, ბოყინია.
ამიტომ, კვების შემდეგ რეკომენდებულია მიიწვინოთ ბავშვი შვეულ მდგომარეობაში მხარზე და ნელი, წინ და უკან მოძრაბით ( დარწევით) დაეხმაროთ მას ჰაერის გამოდევნაში, ასევე სასურველია გამოირიცხოს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებაც.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!