მოგესალმებით,
ჰემოროიდექტომია ეს არის ოპერაცია, რომლის დროსაც იჭრება ჰემოროიდები. მიუხედავად იმისა, რომ ბუასილის ოპერაციის შემდეგ სერიოზული პრობლემების განვითარების რისკები მცირეა, გართულებები შეიძლება მაინც მოხდეს, მაგალითად:
- სისხლდენა – სისხლის კოლტების წარმოქმნა;
- შარდის შეკავება;
- ანალური ფისტულა;
- სტენოზი. (ანალური არხის დავიწროება).
რისკი მაღალია, თუ მკურნალობთ ისეთ ჰემოროიდებს, რომლებიც განვითარდა ანალური არხის ამომფენ რგოლებში.
ნაწლავების ზედაპირი დაფარულია ლორწოვანი გარსის ნაკეცებით. არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდგომ ზოგჯერ შეუძლებელი ხდება დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენა, თქვენს შემთხვევაში ეს რამდენად შესაძლებელია ამის დასადგენად, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად და პრობლემის მოსაგვარებლად, გირჩევთ მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად და მოგცემთ რეკომენდაციას.
ასევე, აუცილებელია ოპტიმალური დიეტის შერჩევა.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!