ჰემოროიდექტომია - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მრავალი წელია ჰემოროიდები მაქვს. ვარ 22 წლის ბიჭი. არც ქავილი მაწუხებს, ტკივილითაც არ მტკივა და არც დისკომოფრტს განვიცდი.უბრალოდ ვიცი, რომ სჯობს დროულად ვეწვიო ექიმს და მოვაგვარო პრობლემა და ამის გამო მაინტერესებს შემდეგი. ისეთ მდგომარეობაშია, რომ სრულიად დარწმუნებულივარ რომ ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს. მაინტერესებს არსებული ჰემოროიდების მოკვეთის ოპერაციის რა მეთოდს იყენებთ თქვენს კლინიკაში. ასევე პოსტ ოპერაციული პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება და რამდენ ხანში ხდება ადმიანის ჩვეულ ცხოვრების რიტმში ჩადგომა? და ბოლოს ფასები ოპერაციის, კონსულტაციის და ყველა საჭირო ჩარევის რაც შეიძლება დამჭირდეს. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰემოროიდექტომია ეს არის ოპერაცია, რომლის დროსაც იჭრება ჰემოროიდები. მიუხედავად იმისა, რომ ბუასილის ოპერაციის შემდეგ სერიოზული პრობლემების განვითარების რისკები მცირეა, გართულებები შეიძლება მაინც მოხდეს, მაგალითად:

  • სისხლდენა – სისხლის კოლტების წარმოქმნა;
  • შარდის შეკავება;
  • ანალური ფისტულა;
  • სტენოზი. (ანალური არხის დავიწროება).

რისკი მაღალია, თუ მკურნალობთ ისეთ ჰემოროიდებს, რომლებიც განვითარდა ანალური არხის ამომფენ რგოლებში.
ჩვენს კლინიკაში, ბუასილის ლიგირება ხდება – ელექროექსციზიის (ენდოსკოპური) მეთოდით.
თქვენს შემთხვევაში, გასათვალისწინებელია რამოდენინე ნიუანსი: საყოველთაო დაზღვევის დებულების ნომერი და რაც მთავარია საოპერაციო ჩვენება.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში და გაიარეთ უფასო კონსულტაცია პროქტოლოგთან, რომელიც შეისწავლის თქვენს მდგომარეობას და მენეჯერთან ერთად განიხილავს ოპერაციის ფინანსურ მხარეს.
ყოველივე ამის შემდეგ, გაგიმზადდებათ საჭირო დოკუმენტაცია, ფორმა №100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციას.

პროქტოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა