პარაპროქტიტი - პროქტოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ვარ 30 წლის. პირველი ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ გავიკეთე პარაპროქტიტის ოპერაცია. ჩამოყალიბდა წინა ტრანსპინქტერული ფისტულა. არ მომხდარა ქირირგიული ჩარევა, (6 წელია უკვე მაქვს ). ერთი წლის წინ საკეისრო კვეთით გავაჩინე მეორე შვილი. მაქვს დაჭიმულობა და დისკომფორტი .რადგან გროვდება ფეკალური მასები ფისტულაში. მაინტერესებს რა გართულებები შეიძლება მოყვეს ქირურგიული ჩარევის გარეშე. და რა რისკებია თუ გავიკეთებ ოპერაციას. წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
პარაპროქტიტი სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე, პარარექტული ქსოვილების ანთებაა. აღნიშნული დაავადება მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია.
დაავადება იწყება სწორი ნაწლავისა და ანალური მიდამოს ტკივილით, რომლის ინტენსივობაც თანდათან იმატებს. აღინიშნება პერიანალური მიდამოს შესივება, ჰიპერემია, ტემპერატურის მატება, ჯდომისა და სიარულის გაძნელება, საერთო სისუსტე, რის გამოც პაციენტი იძულებულია დაავადების პირველსავე დღეებში მიმართოს ექიმს. შორს წასულ შემთხვევაში აღნიშნულ ჩივილებს ხშირად ერთვის დეფეკაციის გაძნელება, დიზურიული მოვლენები (შარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა).
პარარექტალური აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. სხვაგვარად პროგნოზი არცთუ კეთილსაიმედოა. საშიშროებას წარმოადგენს პროცესის გავრცელება ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე, ინფექციის გენერალიზება, ანაერობული ინფექციის აღძვრა, სეფსისის, ენდოტოქსიკური შოკის განვითარება და ლეტალური გამოსავალიც კი. სწორედ ამ, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში, გართულებების თავიდან ასაცილებლად არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა და რადიკალური მკურნალობა ოპერაციული გზით, რაც გულისხმობს ჩირქგროვის გახსნა-დრენირებას და შიგნითა ხვრელის ლიკვიდაციას დაზიანებულ კრიპტასთან ერთად.
გირჩევთ, აუცილებლად მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და არ გადადოთ ვიზიტი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, სპეციალისტი თავად მოგახსენებთ, შემდგომი მკურნალობის მეთოდის შესახებ.
თუ გადაწყვეტთ უფასო კონსულტაციაზე ვიზიტს, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა