მოგესალმებით,
ზოგადად, კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი და წყლულები უამრავ დერმატოლოგიურ დაავადებას ახასიათებს, მაგალითად:
- ჰიდროზული ეგზემა;
- მარტივი ჰერპესი;
- ჰერპეს-ზოსტერი;
- ბულოზური ეპიდერმოფიტია (სოკოვანი დაავადებაა);
- მგლურა;
- ქრონიკული წყლულოვანი პიოდერმია და ა.შ.
კანის დაავადებებს სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორი იწვევს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ბუშტუკის განვითარების მექანიზმი ერთნაირია. წამყვან როლს ასრულებს ეპითელური უჯრედების წინასწარი დეგენერაციული დაზიანება.
ზოგჯერ ბუშტუკების შიგთავსი ხმება, ქერქად იქცევა და კვალს არ ტოვებს, მაგრამ თუ ბუშტუკი ეპიდერმისის ქვეშ არის და დაზიანებულია დერმის დვრილოვანი შრე, მაშინ ბუშტუკების ადგილას ჩნდება ნაწიბურები.
გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც საჭირო ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, მოგახსენებთ გამომწვევი მიზეზისა და მკურნალობის შესახებ.
ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/dermatologia/23
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!