მოგესალმებით!
დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, მაგრამ თუ დაჭიმულობა ჩნდება ჭიპის არეში ან მის ზემოთ, მაშინ პრობლემა სავარაუდოთ დაკავშირებულია კუჭთან ან ნაწლავებთან. მუცელთან დაკავშირებული პრობლემები ორსულობაში წარმოიქმნება ჰორმონების გამო, რომლებიც ასუსტებენ ნაწლავების ტონუსს და ანელებენ საჭმლის მონელებას. ორსულობის მეორე ნახევარში ეს შეიძლება გაზრდილმა საშვილოსნომაც გამოიწვიოს, რომელიც აწვება საჭმლისმომნელებელ ორგანოებს.
პრევენციის მიზნით გირჩევთ მიმართოთ თქვენს მეან-გინეკოლოგს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში", სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები, კომპეტენციის ფარგლებში გაგიწევენ სათანადო დახმარებას.
გაცნობებთ, რომ გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღეები გინეკოლოგთან სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაინტერესებს საშიშია თუ არა მუცლის დაჭიმულობა 22კვირის ორსული ვარ
პასუხი: