მოგესალმებით!
თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ საუბარია მეორე ხარისხის დამწვრობაზე, რომლის დროსაც დაზიანება კანის უფრო ღრმა შრეს – დერმასაც მოიცავს და მას სითხით სავსე ბუშტუკები ახლავს, ხოლო შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
- არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო – მსგავსი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიებს სათბურის პირობებს უქმნის;
- არ გახეთქოთ დამწვრობაზე გაჩენილი ბუშტუკები;
- არ გამოიყენოთ ყინული ან ყინულივით ცივი წყალი.
როგორც აღნიშნავთ, დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობ და ანტიმიკრობულ მალამოს უკვე ხმარობთ, საჭირო არაა შეხვევა, უბრალოდ ეცადეთ დამწვარი ადგილი ჰიგიენურად იყოს, დღეში მინიმუმ ერთხელ თბილი წყლით, ნაზად და კარგად ჩამოიბანეთ დაზიანებული არე და შემდეგ თავიდან გადაუსვით მალამო.
კარგად დააკვირდით, თუ ბუშტუკის მიდამო იზრდება ზომაში და აღემატება 5 სანტიმეტრს, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. (არ ეცადოთ თვითმკურნალობას ამ შემთხვევაში).
პრევენციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებში, ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!