ღვიძლის კალცინატი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს ღვიძლში კალცინატი 19მმ ზომის.. როგორც ოჯახის ექიმმა ამიხსნა ეს არ არის საშიში ჯამრთელობისთვის და არ საჭიროებს მკურნალობას.. მე მაინც მინდა გამოვიკვლიო უფრო კარგად. გაქვთ სკრინინგი თქვენ ღვიძლის და გყავთ თუ არა ჰომეოპათი??
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ღვიძლის კალცინატები არ არის დაავადება (შეიძლება, გადატანილი ინფექციის შედეგი იყოს), იგი სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს და არ ითხოვს სპეციალურ მკურნალობას.
თუმცა კორექტული პასუხისთვის უმჯობესია სპეციალისტმა ნახოს ჩატარებული კვლევის სრული ვერსია.
კლინიკაში ამ ეტაპზე ღვიძლის სკრინინგული კვლევები არ გვაქვს, თუმცა შეგვიძლია შემოგთავაზოთ თერაპევტთან კონსულტაცია, სადაც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგინიშნავთ დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო ამის შემდეგ კი, შესაძლოა გამოიკვეთოს მკურნალობის საჭიროება .
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ საკონტაქტო ნომერზე – 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა