კითხვა: გამარჯობა დეპრესია როგორ დგინდება და ვლინდება მაინტერესებს მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ დეპრესიას ერთი კონკრეტული და უნივერსალური მიზეზი არ აქვს, მის აღმოცენებაში რამოდენიმე ფაქტორი მონაწილეობს.
მისი ხელშემწყობი ფაქტორებია ძლიერი ცხოვრებისეული სტრესი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ფინანსური და ზოგადად, სოციალური პრობლემები და ა.შ.
ასევე მეგობრების სიმცირე, ზოგადად ურთიერთობების სიღარიბე.
ხასიათობრივი თავისებურებები , როგორიცაა დაბალი თვითშეფასება, სხვაზე დამოკიდებულება, თვითკრიტიკულობა, პესიმიზმი და ა.შ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი გამოკვლევის საფუძველზე დასვამს დიაგნოზს, განსაზღვრავს დეპრესიის სიმწვავის ხარისხს, გაგაცნობთ მკურნალობის მეთოდებს და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას შემოგთავაზებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა