ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია - ნევროლოგია

კითხვა: მაქვს თავბრუსხვევა. ყური დაგუბებულია. ხან გაიხსნება ხან ისევ ყრუდ მესმის. მაქვს შეგრძნება თუ წინათგრძნობა, რომ საერთოდ გავითიშები. შარშან გავიკეთე თავის ტვინის ტომოგრაფია. კეროვანი დაზიანებები არ მქონდა. იყო სუსტად გამოხატული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. როგორ მოვიქცე. თავზე რენტგენი რომ გადავიღო, იქნება თუ არა ინფირმატიული.
პასუხი:

მოგესალმებით,

ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია  - ნევროლოგიურ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება  ინტრაკრანიალურად წნვის მომატებით.  მისი მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე ან სხვა დაავადება. უმრავლეს შემთხვევაში კი იდიოპათიურია (ანუ მიზეზი უცნობია).

ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • პულსირებადი ტინიტუსი (პულსაციის შეგრძნება ყურში);
  • ხედვის გაორება და სხვა ვიზუალური სიმპტომები.

თუ ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის მკურნალობა არ მოხდა, შეიძლება გამოიწვიოს  ოპტიკური დისკის შეშუპება, საბოლოოდ კი მხედველობის დაკარგვა.

ინტრაკრანიალური წნევის  დიაგნოზი ისმევა კომპიუტერული ტომოგრაფიით(გამოირიცხება სხვა მიზეზები) და  ლუმბალური პუნქტურით (პუნქცია წელის მალებს შორის).

მკურნალობის მთავარ მიზანს  წარმოადგენს მხედველობის გაუარესების პრევენცია. 

მკურნალობის ძირითადი მექანიზმია თავ-ზურგ-ტვინის სითხის ოდენობის შემცირება, წონაში კლება, ხოლო ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

თავის ტვინის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან  უფასო კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის, ინდივიდუალურ მკურნალობას.

თუ საჭირო გახდება განმეორებითი მრტ კვლევა, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze

ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია ყურების (სასმენი აპარატის) გამოკვლევა, სჯობს აქედან დაიწყოთ.

ჩვენი კლინიკა, არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, მათ შორის ოტო–რინო–ლარინგოლოგიც, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების განხორციელება.

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა