მოგესალმებით! ჩვენი კლინიკა ემსახურება პაციენტებს 16 წლის ასაკიდან. სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით. უნდა მიმართოთ ასაკობრივ კლინიკას . (მაგ.: იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრი, ან ციციშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრი ). გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
გამოაგზავნეთ შეკითხვა
ძიება
თემები
მსგავსი შეკითხვები
კონსულტაცია ოტო-რინო -ლარინგოლოგთან
20 იანვარი 2017კითხვა: ამ ბოლო დროს მიხურს ყური,გარეთა ნიჟარაც წითელი მაქვს.ეს პროცესი სადღაც სექტემბერში დამეწყო, მეგონა სიცხხბის ბრალი იყო და წყლით ვიგრილებდი.მერე გამიარა და ახლა ისევ დამეწყო. რა უნდა იყოს? საშიშია? დროის უქონლობის გამო ექიმთან ვერ მივდივარ. მადლობთ წინასწარ
იხილეთ პასუხიორსულობა და ჰემოლიზური ანემია
13 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა. მაქვს ჰემოლიზური ანემია მიკროსფეროციტოზი. ვარ 12 კვირის ორსული. ელენთა მაქვს გადიდებული 20 სმ. გთხოვთ მირჩიოთ რა გავაკეთო. ჩემი ექიმი მეუბნება რომ სპლენექტომიაა საჭირო. შეიძლება რომ არ ამოვიღო ელენთა და ორსულობა ისე მივიყვანიო ბოლომდე რომ არ გამისკდეს? ან თუ შეიძლება ისეთი პრეპარატებით მკურნალობა ელენთაზე რომ ბავშვზე არ მოახდინოს გავლენა?
იხილეთ პასუხიმუცლის მოშლა, შემდგომი გართულებები
04 იანვარი 2017კითხვა: გამარჯობა, უკვე დიდიხანია ვცდილობ გავიგო რა მჭირს მაგრამ უშედეგოდ 2 თვეა დავდივარ ექიმებში და კონკრეტულ პასუხს ვერავინ ვერ მეუბნება იქნებ თქვენ დამეხმაროთ 1 სექტემბერს მომეშალა მუცელი და სისხლდენის შემდეგ 7 სექტემბერს ავერსის კლინიკაში გამიკეთდა გამოფხეკვა შემდეგ როგორც ხდება ხოლმე გავიკეთე ანტიბიოტიკები დავლიე კიდევაც გადასხმებიც გამიკეთეს მაგრამ დღემდე ვარ ცუდად მაქ სიცხეები 2 თვე გავიდა და სულ მაქვს 37.2 ხან 37.4 ერთი 4 ჯერ 37.5 იც მქონდა სად არ ვიყავი მერე ავერსის კლინიკიდან რო ვერაფერი ვერ მითხრეს გაგუაში დავიწყე სიარული სისხლის ანალიზში მაქვს ცვლილებები ამ სიცხის მეშინია თან თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ არადა ცრპ გავიკეთე და ანთება არ აჩვენა. ეხლა დამეწყო შიშები გარეთაც ვეღარ გავდივარ სულ მგონია გული წამივა იმიტომ რომ გული მაქ სულ ცუდათ დამეწყო პულსის ამოვარდნა უკვე 1 კვირაა კარდიოგრამაც გადავიღე და არაფერი გჭირსო მითხრეს ვეღარ გავიგე ფაქტია რომ მაქვს სიცხეები 2 თვეა, და ეს ყველაფერი მაწუხებს გიგზავნით ჩემ ბოლო პასუხს სისხლის საერო ანალიზის: ლეიკოციტები 7.5 ნორმაა 4-10 . ერითროციტები 6.3 ნორმაა 3.9-5.2, ჰემოგლობინი 11.5 ნორმაა 12-15 , ჰემატოკრიტი 37.0 % ნორმაა 35-47. ერითროციტების საშუალო მოცულობა 61.4 ნორმაა 80-95., ჰემოგლობ.საშ.შემც.ერითროციტში 19.1 ნორმაა 28-35, ჰემოგლობ.საშ.კონც,ერითროციტში 31.1 ნორმაა 31-35, ერითროციტების განაწილების საზღვარი 13.7 % ნორმაა 11.6-14.4 . ერითროციტებს განაწილების საზღვრები 33.6 ნორმაა 35-46, თრომბოციტები 273 ნორმაა 150-400, თრომბოციტების საშუალო მოცულობა 7.4 ნორმაა 7-11, თრომბოციტების განაწილების საზღვრები 16.2 % ნორმაა15-17, თრომბოკრიტი 0.20 % ნორმაა 0.16-0.5 , ნეიტროფილები 5.9 ნორმაა 1.1-7 , ნეიტროფილები 78.8 % ნორმაა 40-70, ლიმფოციტები 0.9 ნორმაა 0.7-5.1, ლიმფოციტები 12.0 % ნორმაა 18-40, მონოციტები 0.4 ნორმაა 0-0.9, მონოციტები 5.4% ნორმაა 2-9 , ეოზინოფილები 0.3 ნორმაა 0-0.7, ეოზინოფილები 3.3 % ნორმაა 0-5 , ბაზოფილები 0.0 ნორმაა 0-0.2 , ბაზოფილები 0.5 % ნორმაა 0-1, ერითროციტების დალექვის სიჩქარე / ვესტერგრინის მეთოდით / 5 ნორმაა <30 ძალიან გთხოვთ მალე მიპასუხოთ.
იხილეთ პასუხი
