მოგესალმებით,
დისკოს თიაქრი – საფრთხეს წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროებისა და ამის შედეგად, ნერვული ღეროებისა და ზურგის ტვინის კომპრესიის თვალსაზრისით.
ამან, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს მიმდებარე ქსოვილების ანთება და შეშუპება. ამ დროს პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი მალთაშუა დისკოს თიაქრის ლოკალიზების ადგილას და ნერვული ღეროების გასწვრივ. მალთაშუა დისკოს თიაქარი არის ხერხემლის ოსტეოქონდროზის მძიმე გართულება. უკანა და გვერდითი მიმართულებით გამოვარდნილი დისკოს თიაქარი აწვება ნერვის ფესვს, იწვევს ნერვის ანთებას და შეშუპებას. ზეწოლის ქვეშ მყოფი ნერვი გადასცემს ტკივილის იმპულსებს თავის ტვინს, რაც პაციენტის მიერ აღქმულია, როგორც ტკივილი იმ მიდამოში, რომელსაც აინერვირებს აღნიშნული ნერვი.
თიაქრისაგან განკურნება, ტრადიციული მეთოდებით არ ხდება, ძალიან ხშირად კი საზიანოცაა , მაგალითად :
- ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ინექციებით;
- წამლებით;
- მაგნიტური ზემოქმედებით.
დროებითი გაუმჯობესების შემდეგ ავადმყოფობა ისევ მძაფრდება, რემისიის პერიოდი სულ მოკლდება, გამწვავება სულ უფრო მტკივნეულია.
ოპერაციული ჩარევის ჩვენება გახლავთ – რადიოლოგიურად დადასტურებული დისკოს თიაქარი და ამ თიაქრის შესაბამისი ნევროლოგიური დეფიციტის არსებობა.
ვფიქრობთ, თქვენს შემთხვევაშიც ოპერაციული მკურნალობაა საჭირო. თუმცა, ზუსტი პასუხის მისაღებად აუცილებელია ნეიროქირურგთან უშუალო ვიზიტი.
მიმართეთ მკურნალ ექიმს. ალტერნატიული კვალიფიციური მოსაზრების მოსასმენად და მკურნალობის მეთოდის დასაგეგმად კი, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე. სადაც ექიმი–სპეციალისტი მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/37
ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !